ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე

როგორ მოვიპოვოთ წვდომობა არაოფიციალურ თარგმანებზე?


შედეგების ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, საქმის დეტალების ქვემოთ, ,,ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე’’ დაჭერით, გადამისამართდებით გვერდზე, სადაც HUDOC-ში არსებული გადაწყვეტილებები, განჩინებები და სხვა დოკუმენტები ხელმისაწვდომია სასამართლოს ოფიციალური ენებიდან (ინგლისური და ფრანგული) ორივეზე ან ერთ-ერთზე. ამ გვერდზე, ასევე მოცემულია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის არაოფიციალური თარგმანები და ბმულები ინტერნეტ-გვერდებზეზე, სადაც განთავსებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სხვა თარგმანები.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ „მომხმარებლის სახელმძღვანელო“.

Responsive Image

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილი დოკუმენტები და ინსტრუმენტები


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნომ ინგლისურ და ფრანგულ ენაზე მოამზადა „პრაქტიკული სახელმძღვანელო დასაშვებობის კრიტერიუმის შესახებ“, სადაც აღწერილია დასაშვებობის კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ინდივიდუალურმა საჩივარმა. აღნიშნული სახელმძღვანელო ითარგმნა და ხელმისაწვდომია მრავალ არაოფიციალურ ენაზე.

პრეცედენტულ სამართალთან დაკავშირებული სხვა პუბლიკაციები ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბიბლიოთეკის  მონაცემთა ბაზა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მოძებნონ ბიბლიოგრაფიული მასალები სხვადასხვა ენაზე, ან საქმის სახელწოდებით (მაგ: კალაშნიკოვი) ან კონვენციის მუხლის მიხედვით (მაგ: CEDH-3 - გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მუხლის მიხედვით ძებნა უნდა განხორციელდეს კონვენციის ფრანგული ინიციალებით: 'CEDH').

სასამართლოსთვის საჩივრის წარდგენის მსურველი პირისთვის საინფორმაციო  დოკუმენტაციახელმისაწვდომია მრავალ ენაზე.

Responsive Image

ევროპის საბჭოს მიერ უზრუნველყოფილი დოკუმენტები და ინსტრუმენტები


სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ რამდენიმე ლექსიკონი და სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე. მაგალითად, კონვენციის თაობაზე ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტები (E-training tools) მოცემულია სხვადასხვა ენაზე.

 

Responsive Image

დათქმა


გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარადაა მითითებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოს მიერ არ ხდება არაოფიციალურ ენებზე თარგმნა და ის არ ამოწმებს მათ სიზუსტეს ან ლინგვისტურ ხარისხს. აღნიშნული თარგმანები HUDOC-ზე ქვეყნდება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პასუხისმგებლობას არ იღებს მათ ხარისხსა და შინაარსზე. ყველა თარგმანი დაცულია საავტორო უფლებებით და საავტორო უფლებების მქონე პირის წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია მისი რეპროდუქცია ან ხელახალი გამოქვეყნება ელექტრონულად, ბეჭდური ან სხვა ფორმით. თუ თქვენ გსურთ თარგმანის რეპროდუქცია ან ხელახალი გამოცემა, რომელზეც არ არის მითითებული კონკრეტული საავტორო უფლება, უფლების მქონე პირის შესახებ დეტალების გასაგებად, გთხოვთ, დაუკავშირდით HUDOC-ის გუნდს (გამოიყენეთ ქვემოთ ბმულზე მოცემული საკონტაქტო ფორმა ).გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება არსებობდეს კონკრეტული გადაწყვეტილების ან განჩინების ერთ ენაზე თარგმანის რამდენიმე ვერსია.

 

Veuillez noter que plusieurs traductions dans la même langue peuvent être proposées pour un même arrêt ou une même décision.

Responsive Image

თარგმანების გარე ონლაინ კრებულები


რიგი იმ ინტერნეტ გვერდების ბმულებისა, სადაც განთავსებულია ინგლისურისა და ფრანგულის გარდა სხვა ენებზე ნათარგმნი კონვენციის პრეცედენტული სამართალი , მოცემულია ქვემოთ. ეს სია არ არის ამომწურავი.

თხოვთ, გაითვალისწინოთ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ არის პასუხისმგებელი გარე ვებ-გვერდების შინაარსსა და ქვემოთ მოცემულ სიაში ბმულის მითითება არ წარმოადგენს ვებგვერდისა და მასზე განთავსებული მასალის სისწორის დამოწმებას.

ბმულები სიაში შეტანილია ქვეყნის მიხედვით, და იმ შემთხვევაში, თუ არის ერთ ბმულზე მეტი ბმული თითო ქვეყნისათვის, ასეთ შემთხვევაში, ბმულები სიაში შეტანილია ანბანურად.

დამატებითი ბმულები დაემატება დროდადრო.

თუ თქვენ გაქვთ რეკომენდაცია აღნიშნულ სიაში ახალი ვებგვერდის ჩაწერისა, ან თუ თქვენ ხართ ვებ ან სხვა გამომცემელი და დაინტერესებული ხართ თარგმანების განთავსებით HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში, ან თუ თქვენ გსურთ ჩვენთან დაკავშირება თქვენი გვერდის ბმულთან დაკავშირებული პრეტენზიით, გთხოვთ, გვაცნობეთ ამის შესახებ შემდეგი ფორმის გამოყენებით .

გამომცემლობები, ორგანიზაციები და მთავრობები, რომელთაც სურთ არაოფიციალური თარგმანების წარდგენა, რათა მოხდეს მათი განთავსება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მონაცემთა ბაზაში - HUDOC-ში, შეუძლიათ, მიყვნენ შემდეგ პროცედურას.