HUDOC database
HUDOC-ის მონაცემთა ბაზა
HUDOC-ის მონაცემთა ბაზა უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (დიდი პალატის, პალატის და კომიტეტის გადაწყვეტილებები და განჩინებები*, მთავრობისთვის გაგზავნილი საქმეები, საკონსულტაციო დასკვნები და სამართლებრივი შეჯამებები სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო შეტყობინებიდან), ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის (განჩინებები და ანგარიშები) და მინიტრთა კომიტეტის (რეზოლუციები) პრეცედენტულ სამართალზე.
*HUDOC-ის ბაზაში ხელმისაწვდომია კომიტეტის მხოლოდ 2010 წლის აპრილიდან მიღებულიგანჩინებები. განჩინებები, რომლებიც ერთი მოსამართლის მიერაა მიღებული, არ ქვეყნდება. 1960 წლამდე კომისიის მიერ მიღებული განჩინებები ნაბეჭდი სახით შენახულია სასამართლოს არქივში.
აღნიშნული კრებული შეიცავს ყველა პრეს-რელიზს, რომელიც 1999 წლის 1 იანვრის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოს მიერ გამოიცა. კრებული ხელმისაწვდომია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ის წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და განჩინებების მოკლე შეჯამებას, ინფორმაციას განსახილველი საქმეებისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობის შესახებ.
HUDOC დახმარება
HUDOC-ის ინსტრუქციები და სახელმძღვანელო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა ორი ვიდეო, რომელიც აღწერს HUDOC-ის მონაცემთა ბაზის ძიების ფუნქციებს.
პირველი ვიდეოში ახსნილია, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მარტივი ძიება. შემდეგი ვიდეო დეტალურად აღწერს სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზის ფუნქციონალებს.
HUDOC მომხმარებლის სახელმძღვანელო
ხშირად დასმული კითხვები
HUDOC-ის ხშირად დასმული კითხვების სია აერთიანებს საერთო კითხვებს და HUDOC-ის სისტემაში ძიებისთვის სახელმძღვანელოს როლს ასრულებს.
HUDOC FAQ: ხშირად დასმული კითხვები
ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის არაოფიციალურ ენებზე თარგმნის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
საკვანძო სიტყვების სია მუხლობრივად
თითოეულ საქმეზე განხილული სამართლებრივი საკითხები შეჯამებულია საკვანძო სიტყვების სიაში, რომელიც არჩეულია კონვენციისა და დამატებითი ოქმების ტექსტიდან ამოკრეფილი ტერმინების ლექსიკონიდან.
აღნიშნული საკვანძო სიტყვებით ძიება შესაძლებლობას მოგცემთ მოიძიოთ დოკუმენტები მსგავსი სამართლებრივი შინაარსით.
საკვანძო სიტყვების სია ავსებს HUDOC-ის საძიებო სისტემაში საკვანძო სიტყვების ველის მეშვეობით ხელმისაწვდომ სიას.
- საკვანძო სიტყვების სია მუხლობრივად (ქართული)
- საკვანძო სიტყვების სია მუხლობრივად (ინგლისური)
- საკვანძო სიტყვების სია მუხლობრივად (ფრანგული)
შესაფერი ვებ-ბრაუზერები
ამ ეტაპისთვის მხარდაჭერილია ქვემოთ მოცემული ვებ-ბრაუზერები და ოპერაციული სისტემები:
Microsoft Windows
Internet Explorer 5.5 და უფრო ახალი
Mozilla FireFox 1.4 და უფრო ახალი
Safari 3.1 და უფრო ახალი
Opera 9 და უფრო ახალი
Mac OS X
Mozilla FireFox 1.4 და უფრო ახალი
Safari 3.1.2 და უფრო ახალი
Opera 9 და უფრო ახალი
Mac OS up to 9.1
Netscape Navigator 6.1 და უფრო ახალი
Mozilla Firefox 1.4 და უფრო ახალი