Applicants - other languages
Information for applicants in other languages
All information concerning applying to the Court is available in multiple languages. Please click and select a language in the drop-down list.
Information for applicants in other languages
All information concerning applying to the Court is available in multiple languages. Please click and select a language in the drop-down list.
Information in Georgian
საჩივრის შემოტანა წესების დაცვით
თუ თქვენ გადაწყვეტთ საჩივრით მიმართოთ სასამართლოს, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი საჩივარი სასამართლოს რეგლამენტის 47 ე წესის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თუ რა სახისა და მოცულობის ინფორმაცია და საბუთები უნდა გამოაგზავნოთ სასამართლოში.
სასამართლოს რეგლამენტის 47-ე წესის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა ან საჭირო საბუთების მოუწოდებბლობის შემთხვევაში, სასამართლო თქვენს საჩივარს განსახილველად არ მიიღებს. შესაბამისად, აუცილებელია საჩივრის ფორმის ყველა უჯრა შეავსოთ.
სასამართლო ყველა სრულ და სწორად შევსებულ საჩივრის ფორმას განიხილავს, რაც არ ნიშნავს, რომ ამ საჩივრების მისაღებობის საკითხი დადებითად იქნება გადაწყვეტილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა (მხოლოდ ინგლისურ ენაზე)
სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვა
საჩივრის ფორმა უნდა გადმოტვირთოთ, შეავსოთ, ამობეჭდოთ და საჭირო საბუთების თანხლებით სასამართლოს გამოუგზავნოთ ფოსტით. საჩივრის ფორმის სხვა ვერსია არ გამოიყენოთ. საჩივრის ფორმის სწორად შესავსებად, იხილეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა საბუთები.
როგორ ჩამოვტვირთოთ საჩვირის ფორმა
1. კომპიუტერში შეინახეთ საჩივრის ფორმა
- დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკი ზემოთ მოცემულ ბმულზე ან სიმბოლოზე;
- აირჩიეთ “ფაილის შენახვა” ან “ბმულის შენახვა”;
- შეინახეთ ფორმა კომპიუტერში თქვენს მიერ არჩეულ ადგილას.
2. შეავსეთ ფორმა
- Adobe Reader-ის საშუალებით გახსენით კომპიუტერში შენახული საჩივრის ფორმა;
- შეავსეთ საჩივრის ფორმა და ცვლილებები კომპიუტერს დაამახსოვრებინეთ;
- შევსებული საჩივრის ფორმა უნდა ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და სასამართლოში ფოსტით გამოაგზავნოთ.
დაჯგუფებული საჩივრები
როდესაც სახეზეა 10 მეტი მომჩივანი, წარმომადგენელმა საჩივრის ფორმასა და დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ცხრილი, რომელშიც ის მიუთითებს დეტალებს თითოეული მომჩივნის შესახებ.
როგორ ჩამოვტვირთოთ რწმუნების ფორმა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საჩივრის ფორმის შევსება მხოლოდ პროგრამა Adobe Reader 9 ან მისი უფრო ახალი ვერსიითაა შესაძლებელი და თქვენს კომპიუტერზე Widows ან Mac OS X საოპეარციო სისტემებს საჭიროებს. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენს კომპიუტერზე Adobe Reader გაქვთ დაინსტალირებული (ბმული პროგრამის ჩამოსატვირთად www.adobe.com).
1. კომპიუტერში შეინახეთ საჩივრის ფორმა
- დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკი ზემოთ მოცემულ ბმულზე ან სიმბოლოზე;
- აირჩიეთ “ფაილის შენახვა” ან “ბმულის შენახვა”;
- შეინახეთ ფორმა კომპიუტერში თქვენს მიერ არჩეულ ადგილას.
2. შეავსეთ ფორმა
- Adobe Reader-ის საშუალებით გახსენით კომპიუტერში შენახული საჩივრის ფორმა;
- შეავსეთ საჩივრის ფორმა და ცვლილებები კომპიუტერს დაამახსოვრებინეთ;
- შევსებული საჩივრის ფორმა უნდა ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და სასამართლოში ფოსტით გამოაგზავნოთ.
როგორ შევავსოთ საჩივრის ფორმა
არასრულ საჩივრებს სასამართლო არ შეისწავლის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საჩივრის ფორმის ყველა შესაბამისი ველი შეავსოთ.
საჩივრების გამოგზავნა
სასამართლოსთვის საჩივრების გამოგზავნა უნდა მოხდეს შემდეგ საფოსტო მისამართზე
The Registrar
European Court of Human Rights
Council of Europe
1 avenue de l'Europe
67075 Strasbourg Cedex
FRANCE
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფაქსით გაგზავნილი საჩივარი აღარ წყვეტს ოთხთვიანი ვადის გადინებას.

სასარგებლო ბმულები
მოცემული სქემა ასახავს საქმის წარმოების პროგრესს სასამართლო ფორმირებათა მიხედვით.
საქმის ტიპის მიხედვით საჩივრები სასამართლოს ერთ ერთ ფორმირებას გადაეცემა, სახელდობრ:
- ერთი მოსამართლე
- კომიტეტი
- პალატა
კომუნიცირების შემდგომი პროცედურა
კომუნიცირება ეწოდება სასამართლოს მიერ მოპასუხე მთავრობისთვის საჩივრის გადაგზავნას.
ამ მომენტიდან საქმის განხილვის პროცედურის წარმართვა შესაძლებელია ორ თანმიმდევრულ ეტაპად. თავდაპირველად მორიგების ეტაპზე, მხარეებს შეეთავაზებათ შეეცადონ, რომ საქმე მეგობრული მორიგებით დაასრულონ. საამისოდ მხარეებს 12 კვირიანი ვადა ეძლევათ. აღნიშნული ეტაპის წარუმატებლობის შემთხვევაში, საქმე გადავა დავის ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც მხარეები საქმის შესახებ წერილობით მოსაზრებებს გაცვლიან.
როდესაც პროცედურის ორ ეტაპად გაყოფა არ არის მართებული, მეგობრული მორიგების მიღწევის შეთავაზება და წერილობითი მოსაზრებების გაცვლა ერთდროულად მოხდება.
მეგობრული მორიგების პროცედურის განმმარტავი ვიდეო
- მეგობრული მორიგების პროცედურის განმმარტავი ვიდეო (მხოლოდ ინგლისურად)
eComms - სასამართლოსთან კომუნიკაცია
eCommsის მეშვეობით მომჩივანთა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ სასამართლოსთან კომუნიკაცია აწარმოონ ელექტრონული ფორმით. საბუთების გაგზავნისა და მიღების ეს ელექტრონული მეთოდი სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხე მთავრობას გაეგზავნება საჩივარი (ე.წ. კომუნიკაციის ეტაპზე).
საქმის მდგომარეობის სამძებრო სისტემა
საქმის მდგომარეობის სამძებრო სისტემა SOP (State of Proceedings) საშუალებას იძლევა შივიტყოთ, თუ რა მიმდინარე პროცედურულ ეტაპზე იმყოფება საჩივარი.
სასარგებლო დოკუმენტები

ოფიციალური ტექსტები

მისაღებობის კრიტერიუმების სახელმძღვანელო
მისაღებობის კრიტერიუმების პრაქტიკული სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია იურისტებისთვის, ვისაც სასამართლოში საჩივრის შემტანა სურთ. მასში აღწერილია საქმის მისაღებობის კრიტერიუმები, რომლებსაც საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს.

კითხვები და პასუხები
სექცია „კითხვები და პასუხები“ შეიცავს ინფორმაციას მომავალი მომჩივნებისთვის.

თქვენი საჩივარი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში
ეს ბროშურა, რომელიც სასამართლოს მიერ საჩივრის შესწავლის სხვადასხვა ეტაპს აღწერს, განკუთვნილია მომჩივნების იმ ძირითად კითხვებზე პასუხების გასაცემად, რომლებიც მათ სასამართლოსთვის საჩივრის გაგზავნის შემდგომ.ეტაპზე შეიძლება გაუჩნდეთ.
სასარგებლო ვიდეოები
ვიდეო საჩივრის შეტანის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო სასამართლოში შესატანი საჩივრის ფორმის სწორად შევსების პროცესის ძირითად პუნქტებს განმარტავს, რეგლამენტში შესული ბოლო ცვლილებების თანახმად, მასში მოყვანილი ინფორმაცია მცირედ განახლებას საჭიროებს.
ფილმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ
ფილმი გათვლილია ფართო აუდიტორიაზე და მასში განმარტებულია თუ როგორ მუშაობს სასამართლო, რა გამოწვევებს აწყდება ის ამ პროცესში და სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან აღებული მაგალითების საშუალებით აჩვენებს, თუ რა არის მისი საქმიანობის სფერო.
დროებითი ღონისძიებები
რა არის დროებითი ღონისძიება?
ყურადღება: დოკუმენტის „სასამართლო პრაქტიკა“ ახალი ვერსიის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ინგლისურ ან ფრანგულ გვერდებს. ქართულ ენაზე თარგმანი ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს მომავალში.
მას შემდეგ, რაც სასამართლო საჩივარს მიიღებს, მან შესაძლოა სახელმწიფოს მოსთხოვოს ცალკეული დროებითი ღონისძიებების გატარება მანამდე, სანამ სასამართლო საქმეს განიხილავს. ხშირად, ამგვარი ღონისძიებები მოიცავს სახელმწიფოსადმი მოთხოვნას, თავი შეიკავოს გარკვეული ქმედებების განხორციელებისაგან - მაგალითად, არ დააბრუნოს პირი იმ ქვეყანაში, სადაც იგი, სავარაუდოდ, სიკვდილის ან წამების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
სასამართლო დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნას მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ პირობებში აკმაყოფილებს. კერძოდ, მაშინ, როდესაც კონვენციის სერიოზული დარღვევის საშიშროება არსებობს. სასამართლოში შემოსულ დროებით ღონისძიებათა შესახებ მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოა და, შესაბამისად, სასამართლო მათ არ აკმაყოფილებს.
სასარგებლო ბმულები
- ყველა საბუთი ქართულად
- სასამართლო პრაქტიკა ქართულად
- ინფორმაცია სხვა ენებზე
- არ შეგეშალოთ
- ხელმოწერები და რატიფიკაციები
- დათქმები და დეკლარაციები
ფაქტობრივი მონაცემები დროებითი ღონისძიებების შესახებ (ინგლისური ვერსია) დროებით ღონისძიებათა სტატისტიკა (მხოლოდ ინგლისურად) დროებითი ღონისძიებები მოპასუხე ქვეყნებისა და გადაცემის/ექსტრადიციის დანიშნულების ქვეყნების მიხედვით (მხოლოდ ინგლისურად)