ინფორმაცია მომჩივანთათვის
სასამართლო პროცედურა

საქმის ტიპის მიხედვით საჩივრები სასამართლოს ერთ ერთ ფორმირებას გადაეცემა, სახელდობრ:
- ერთი მოსამართლე
- კომიტეტი
- პალატა
საქმის მდგომარეობის სამძებრო სისტემა
საქმის მდგომარეობის სამძებრო სისტემა SOP (State of Proceedings) საშუალებას იძლევა შივიტყოთ, თუ რა მიმდინარე პროცედურულ ეტაპზე იმყოფება საჩივარი.
კომუნიცირების შემდგომი პროცედურა

კომუნიცირება ეწოდება სასამართლოს მიერ მოპასუხე მთავრობისთვის საჩივრის გადაგზავნას.
ამ მომენტიდან საქმის განხილვის პროცედურის წარმართვა შესაძლებელია ორ თანმიმდევრულ ეტაპად. თავდაპირველად მორიგების ეტაპზე, მხარეებს შეეთავაზებათ შეეცადონ, რომ საქმე მეგობრული მორიგებით დაასრულონ. საამისოდ მხარეებს 12 კვირიანი ვადა ეძლევათ. აღნიშნული ეტაპის წარუმატებლობის შემთხვევაში, საქმე გადავა დავის ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც მხარეები საქმის შესახებ წერილობით მოსაზრებებს გაცვლიან.
საჩივრის კომუნიცირების შემდგომი პროცედურა - მორიგების ეტაპი
საჩივრის კომუნიცირების შემდგომი პროცედურა - დავის ეტაპი
როდესაც პროცედურის ორ ეტაპად გაყოფა არ არის მართებული, მეგობრული მორიგების მიღწევის შეთავაზება და წერილობითი მოსაზრებების გაცვლა ერთდროულად მოხდება.
მეგობრული მორიგების პროცედურის განმმარტავი ვიდეო
eComms - სასამართლოსთან კომუნიკაცია
eComms-ის მეშვეობით მომჩივანთა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ სასამართლოსთან კომუნიკაცია აწარმოონ ელექტრონული ფორმით. საბუთების გაგზავნისა და მიღების ეს ელექტრონული მეთოდი სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხე მთავრობას გაეგზავნება საჩივარი (ე.წ. კომუნიკაციის ეტაპზე).