This site uses cookies. Read our policy. ×

როგორ მივმართოთ სასამართლოს საჩივრით

საჩივრის ფორმა

როგორ ჩამოვტვირთოთ საჩვირის ფორმა

საჩივრის ფორმა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საჩივრის ფორმის შევსება მხოლოდ პროგრამა Adobe Reader 9 ან მისი უფრო ახალი ვერსიითაა შესაძლებელი და თქვენს კომპიუტერზე Widows ან Mac OS X საოპეარციო სისტემებს საჭიროებს. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენს კომპიუტერზე Adobe Reader გაქვთ დაინსტალირებული (ბმული პროგრამის ჩამოსატვირთად www.adobe.com).

1. კომპიუტერში შეინახეთ საჩივრის ფორმა

  • დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკი ზემოთ მოცემულ ბმულზე ან სიმბოლოზე;
  • აირჩიეთ “ფაილის შენახვა” ან “ბმულის შენახვა”;
  • შეინახეთ ფორმა კომპიუტერში თქვენს მიერ არჩეულ ადგილას.

2. შეავსეთ ფორმა

  • Adobe Reader-ის საშუალებით გახსენით კომპიუტერში შენახული საჩივრის ფორმა;
  • შეავსეთ საჩივრის ფორმა და ცვლილებები კომპიუტერს დაამახსოვრებინეთ;
  • შევსებული საჩივრის ფორმა უნდა ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და სასამართლოში ფოსტით გამოაგზავნოთ.

საჩივრების გამოგზავნა

სასამართლოსთვის საჩივრების გამოგზავნა უნდა მოხდეს შემდეგ საფოსტო მისამართზე

The Registrar
European Court of Human Rights
Council of Europe
67075 Strasbourg cedex
FRANCE

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფაქსით გაგზავნილი საჩივარი აღარ წყვეტს ოთხთვიანი ვადის გადინებას.

როგორ შევავსოთ საჩივრის ფორმა

არასრულ საჩივრებს სასამართლო არ შეისწავლის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საჩივრის ფორმის ყველა შესაბამისი ველი შეავსოთ.

რჩევები საჩივრის ფორმის შესავსებად

დაჯგუფებული საჩივრები

როდესაც სახეზეა 10 მეტი მომჩივანი, წარმომადგენელმა საჩივრის ფორმასა და დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ცხრილი, რომელშიც ის მიუთითებს დეტალებს თითოეული მომჩივნის შესახებ.

დანართი მომჩივანთა ჯგუფისთვის

რწმუნების ფორმა

როგორ ჩამოვტვირთოთ რწმუნების ფორმა

რწმუნების ფორმა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საჩივრის ფორმის შევსება მხოლოდ პროგრამა Adobe Reader 9 ან მისი უფრო ახალი ვერსიითაა შესაძლებელი და თქვენს კომპიუტერზე Widows ან Mac OS X საოპეარციო სისტემებს საჭიროებს. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენს კომპიუტერზე Adobe Reader გაქვთ დაინსტალირებული (ბმული პროგრამის ჩამოსატვირთად www.adobe.com).

1. კომპიუტერში შეინახეთ საჩივრის ფორმა

  • დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკი ზემოთ მოცემულ ბმულზე ან სიმბოლოზე;
  • აირჩიეთ “ფაილის შენახვა” ან “ბმულის შენახვა”;
  • შეინახეთ ფორმა კომპიუტერში თქვენს მიერ არჩეულ ადგილას.

2. შეავსეთ ფორმა

  • Adobe Reader-ის საშუალებით გახსენით კომპიუტერში შენახული საჩივრის ფორმა;
  • შეავსეთ საჩივრის ფორმა და ცვლილებები კომპიუტერს დაამახსოვრებინეთ;
  • შევსებული საჩივრის ფორმა უნდა ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და სასამართლოში ფოსტით გამოაგზავნოთ.

როდის გამოვიყენოთ რწმუნების ფორმა

წინამდებარე რწმუნების ფორმა უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომჩივანს საჩივრის ფორმის შევსებისას არ ჰყავდა წარმომადგენელი ანდა მომჩივანს სურს სასამართლოსთვის უკვე მიწოდებული საჩივრის ფორმის შევსებისას დასახელებული წარმომადგენლის შეცვლა.