Informations en géorgien

Human Rights Building

საჩივრის შემოტანა წესების დაცვით

თუ თქვენ გადაწყვეტთ საჩივრით მიმართოთ სასამართლოს, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი საჩივარი სასამართლოს რეგლამენტის 47 ე წესის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თუ რა სახისა და მოცულობის ინფორმაცია და საბუთები უნდა გამოაგზავნოთ სასამართლოში.

სასამართლოს რეგლამენტის 47-ე წესის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა ან საჭირო საბუთების მოუწოდებბლობის შემთხვევაში, სასამართლო თქვენს საჩივარს განსახილველად არ მიიღებს. შესაბამისად, აუცილებელია საჩივრის ფორმის ყველა უჯრა შეავსოთ.

მუხლი 47 ინსტრუქცია საქმეების წარმოების შესახებ (ფრანგული ვერსია)

სასამართლო ყველა სრულ და სწორად შევსებულ საჩივრის ფორმას განიხილავს, რაც არ ნიშნავს, რომ ამ საჩივრების მისაღებობის საკითხი დადებითად იქნება გადაწყვეტილი.

სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვა

საჩივრის ფორმა უნდა გადმოტვირთოთ, შეავსოთ, ამობეჭდოთ და საჭირო საბუთების თანხლებით სასამართლოს გამოუგზავნოთ ფოსტით. საჩივრის ფორმის სხვა ვერსია არ გამოიყენოთ. საჩივრის ფორმის სწორად შესავსებად, იხილეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა საბუთები.

საჩივრის ფორმა

საქმის მდგომარეობის სამძებრო სისტემა

საქმის მდგომარეობის სამძებრო სისტემა SOP (State of Proceedings) საშუალებას იძლევა შივიტყოთ, თუ რა მიმდინარე პროცედურულ ეტაპზე იმყოფება საჩივარი.

SOP

სასარგებლო დოკუმენტები

თქვენი საჩივარი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში

Ma requête à la CEDH (small)

ეს ბროშურა, რომელიც სასამართლოს მიერ საჩივრის შესწავლის სხვადასხვა ეტაპს აღწერს, განკუთვნილია მომჩივნების იმ ძირითად კითხვებზე პასუხების გასაცემად, რომლებიც მათ სასამართლოსთვის საჩივრის გაგზავნის შემდგომ.ეტაპზე შეიძლება გაუჩნდეთ.

თქვენი საჩივარი ადამიანის უფლებათა სასამართლოში - როგორ მივმართოთ მას და როგორი იქნება საჩივრის განხილვა

კითხვები და პასუხები

სექცია „კითხვები და პასუხები“ შეიცავს ინფორმაციას მომავალი მომჩივნებისთვის.

კითხვები და პასუხები

საქმეების განხილვის სქემა

მოცემული სქემა ასახავს საქმის წარმოების პროგრესს სასამართლო ფორმირებათა მიხედვით.

საქმის წარმოების გამარტივებული სქემა სასამართლო ფორმირებათა მიხედვით

მისაღებობის კრიტერიუმების სახელმძღვანელო

მისაღებობის კრიტერიუმების პრაქტიკული სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია იურისტებისთვის, ვისაც სასამართლოში საჩივრის შემტანა სურთ. მასში აღწერილია საქმის მისაღებობის კრიტერიუმები, რომლებსაც საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს.

მისაღებობის კრიტერიუმების სახელმძღვანელო

ვიდეო საჩივრის შეტანის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო სასამართლოში შესატანი საჩივრის ფორმის სწორად შევსების პროცესის ძირითად პუნქტებს განმარტავს, რეგლამენტში შესული ბოლო ცვლილებების თანახმად, მასში მოყვანილი ინფორმაცია მცირედ განახლებას საჭიროებს.

ვიდეო „სასამართლოში საჩივრის შეტანა სათანადო ფორმით“

რჩევები საჩივრის ფორმის შესავსებად

სხვა ენები

ვიდეო საქმის მისაღებობის კრიტერიუმების შესახებ

Recevabilité - KAT

ეს ვიდეო განმარტავს სასამართლოში შესატანი საქმის მისაღებობის ძირითად კრიტერიუმებს.

ვიდეო საქმის მისაღებობის კრიტერიუმების შესახებ

დროებითი ღონისძიებები

რა არის დროებითი ღონისძიება?

მას შემდეგ, რაც სასამართლო საჩივარს მიიღებს, მან შესაძლოა სახელმწიფოს მოსთხოვოს ცალკეული დროებითი ღონისძიებების გატარება მანამდე, სანამ სასამართლო საქმეს განიხილავს. ხშირად, ამგვარი ღონისძიებები მოიცავს სახელმწიფოსადმი მოთხოვნას, თავი შეიკავოს გარკვეული ქმედებების განხორციელებისაგან - მაგალითად, არ დააბრუნოს პირი იმ ქვეყანაში, სადაც იგი, სავარაუდოდ, სიკვდილის ან წამების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მოთხოვნა დროებითი ღონისძიებების შესახებ (ინსტრუქცია)

ზოგადი პრეზენტაცია (ფრანგული ვერსია)

პრაქტიკული ინფორმაცია

სასამართლო დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნას მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ პირობებში აკმაყოფილებს. კერძოდ, მაშინ, როდესაც კონვენციის სერიოზული დარღვევის საშიშროება არსებობს. სასამართლოში შემოსულ დროებით ღონისძიებათა შესახებ მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოა და, შესაბამისად, სასამართლო მათ არ აკმაყოფილებს.